ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეულის საქმიანობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია, სტრატეგიულ მოკავშირეებზე ასე საუბარი არის მავნებლობა, იქნებ, სასარგებლო საქმით დაკავდნენ
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეულის საქმიანობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია, სტრატეგიულ მოკავშირეებზე ასე საუბარი არის მავნებლობა, იქნებ, სასარგებლო საქმით დაკავდნენ

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის საქმიანობა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

ელისაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ისინი სასარგებლო საქმით დაკავდებიან.

„ამ ოთხეულის საქმიანობა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. მავნებლობაა, როცა სტრატეგიულ მოკავშირეებზე ასე საუბრობენ. აქამდე მიმაჩნდა, რომ მადლიერი ხალხი ვიყავით და არა უმადური. 90-იან წლებში, საქართველოში პური რომ ვერ ცხვებოდა, ეს ხალხი ხორბალს გვჩუქნიდა. ევროკავშირსა და ამერიკაზე შეყვარებული კი არ ვარ, ერთადერთი ჩემს ქვეყანაზე ვარ შეყვარებული, მაგრამ უმადური არ უნდა ვიყოთ, რადგან ამ ხალხის დახმარებით ვართ სახელმწიფო, ფეხზე ვდგავართ და პირში სული რომ გვიდგას, ესეც მათი დამსახურებაა. მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ამ ოთხეულის შეტევა უმადურობაა. იქნებ, სასარგებლო საქმით დაკავდნენ და სხვა საქმე აკეთონ. ეს წერილები არის მარაზმი და იქნებ, სხვა რამე აკეთონ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას.