ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, სათითაოდ დავსდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა ან პოლიციელებს ურტყამდა
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, სათითაოდ დავსდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა ან პოლიციელებს ურტყამდა

ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით გუშინ ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, სათითაოდ დავსდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა, ან პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ურტყამდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ცესკო-სთან გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „იქ ისეთი ანთებული იყოს ხალხი, ერთი სული ჰქონდათ, დაელეწათ იქაურობა“.

„მე პირადად ვაპირებ, რომ ვიბრძოლო კანონის, კონსტიტუციის ფარგლებში. ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით გუშინ ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, იცით? იმიტომ, რომ სათითაოდ დავსდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა, ან პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ურტყამდა. ისევე, როგორც ვაკავებდით პოლიციელებს, რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ. ყელგამოწვდილები ვეხვეწებოდით, რომ თავისი უფლებამოსილებისთვის არ გადაემეტებინათ. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით იქ, რაღაც უღმერთობა მოხდებოდა. ბოლოს, მე და ნიკა მელია დავდექით და ხალხს მოვუწოდეთ, არ იყო ეს მარტივი მოწოდება, რადგან იქ ისეთი ანთებული იყოს ხალხი, ერთი სული ჰქონდათ დაელეწათ იქაურობა. ვუთხარით, რომ წყნარად, მშვიდად დავიშალოთ და ხვალ შევიკრიბოთ რუსთაველზეთქო. იმიტომ, რომ იქ ზოგი ნასვამი, ზოგი გაგიჟებული და გაცოფებული იყო. იქითა მხრიდანაც ესკალაცია იყო. ისინიც არ გვემეტებიან, სპეცრაზმელები, ჩვენები არ არიან? ქართველები არ არიან? ასრულებენ ბრძანებას და სულ არ ეხალისებათ. ქუჩაში ბრძოლა გაგრძელდება კანონის ფარგლებში. უნდათ მოლაპარაკება? გადააყენონ თამარ ჟვანია, თქვან, რომ გააყალბეს და დავილაპარაკოთ დანარჩენზე“, – განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.