ალეკო ელისაშვილი - ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება
ალეკო ელისაშვილი - ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება

ასეთი განცხადებები დამაზიანებელია, – ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

ალექსეი არესტოვიჩმა დღეს განაცხადა, „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

ელისაშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დაიცვან, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა.

„ასეთი განცხადებები დამაზიანებელია. ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება. სადღაც უნდა გაჩერდნენ ქართული და უკრაინული მხარეები. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგან. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი სირცხვილია ჩვენი და უკრაინის. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კიბახიძეც უნდა გაჩუმდნენ ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ელისაშვილმა.