ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქცია როგორც წარმართა, შეცდომა იყო
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქცია როგორც წარმართა, შეცდომა იყო

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეცდომა იყო ის ფორმა, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქალაქო სასამართლოსთან დღეს გამართული აქცია წარმართა.

მისივე თქმით, რაც სასამართლოს გარეთ ხდებოდა, სასამართლოში მიმდინარე პროცესის დამაზიანებელი იყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია როგორც წარმართა, შეცდომა იყო. თავშეკავებული უნდა ყოფილიყვნენ. ქუჩის გადაკეტვა, ჯაჯგური რა მიზანს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ თავი დაიზიანეს? ამერიკის ელჩმა დილით მოუწოდა, იქნებ, თავი შეიკავოთ და პროცესი ნორმალურად წარმართოთო. მნიშვნელოვანი ხომ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მისვლა და პირდაპირ ეთერში პროცესის ტრანსლირება იყო? გარეთ რაც ხდებოდა, ამ პროცესის დამაზიანებელი იყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.