ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ, სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ, სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამიზნებით სხივები მიდის.  ასეთი სისულელე თქვა და საღამოს გადაცემებში ალაპარაკებდნენ. შემდეგ სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სისულელეში შეეცილნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტ სისულელეს დააბრეხვებს. სოციალისტური შეჯიბრებაა გაჩაღებული. ეკა ტიკარაძე გამობრძანდა და თქვა, რომ ვისაც კოვიდი გადატანილი გაქვთ, უვადო მწვანე პასპორტი – უვადო „კოვიდ“-„ნარუშილოვკა“ უნდა ჰქონდეთო. პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ექვსი თვის შემდეგ ანტისხეულები აღარ არის. ამ იგავმიუწვდომელი სისულელის მერე მეგონა, რომ არაფერი გამაკვირვებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამიზნებით სხივები მიდის. იქ ასობით ადამიანი მუშაობს და მკურნალობს. ასეთი სისულელე თქვა და საღამოს გადაცემებში ალაპარაკებდნენ. შემდეგ სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სისულელეში შეეცილნენ. გულდასაწყვეტია, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეჯიბრში იმდენი დრო იკარგება, რომ მიღმა რეალური პრობლემები გვრჩება.

როცა სააკაშვილი შიმშილობდა, ორივე მხარეს უნდოდა, სიკვდილამდე მისულიყო. „ქართულ ოცნებას“ ერთი სული ჰქონდა, ეს კაცი თავიდან მოეცილებინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რაიმე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს განცდა მხოლოდ მე არ მქონდა, რადგან მის შვილსაც იგივე განცდა ჰქონდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, მომკვდარიყო. მგონი, მე მარტო ვგულშემატკივრობდი, შიმშილობა შეეწყვიტა. ადამიანურად მეცოდებოდა, პოლიტიკურად – არა. უჩხიკინებდნენ და აქეზებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, რაიმე დაემართოს და სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს. ვინაიდან, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.