ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ამას 12 წელია, ვხედავთ, როგორი ფანტაზიებიც არ უნდა ჰქონდეთ, მათ არ შეუძლიათ ცვლილება
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ამას 12 წელია, ვხედავთ, როგორი ფანტაზიებიც არ უნდა ჰქონდეთ, მათ არ შეუძლიათ ცვლილება

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ამას 12 წელია, ვხედავთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს“.

„„Ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, ეს არის მოცემულობა და აგერ, 12 წელია, ჯახირობენ. „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლია ალტერნატივას, რომელიც, წესით, უნდა შეიქმნას პროდასავლური პარტიების კოალიციისგან. სხვაგვარად „ქართული ოცნების“ დამარცხება რთული იქნება. დისციპლინირებული, ორგანიზებული პარტიაა, მაგრამ როგორი ფანტაზიებიც არ უნდა ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, სამწუხაროდ, მათ არ შეუძლიათ ცვლილება. საერთოდ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილები, მისწრაფებები, რა აინტერესებთ და რა – არა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.