ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, ირმა ინაშვილისა და ბოკერიას არარსებული პარტიები საგამოძიებო კომისიაში თუ არ შევლენ, მისი მუშაობა ფორმალობა იქნება
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა დაკარგა.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა სრულიად ფორმალური იქნება, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ის პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ.
„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ვამბობდით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ კომისიაში უნდა შემოვიდეს ის სამი პარტია, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, რათა გაყალბების მასშტაბი აჩვენონ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, თუ ეს პარტიები არ შევლენ, ფორმალობა იქნება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ირმა ინაშვილის არარსებული პარტია, ასევე ბოკერიას არარსებული პარტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართება.