ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“არის დაპირისპირება, რომელიც შიგნით დუღდა და გარეთ ამოხეთქა, ასეთი კრიზისები გაჯანსაღების კარგი საშუალებაა
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“არის დაპირისპირება, რომელიც შიგნით დუღდა და გარეთ ამოხეთქა, ასეთი კრიზისები გაჯანსაღების კარგი საშუალებაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგადად, კრიზისები გაჯანსაღების კარგი საშუალებაა. ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ოპოზიციისთვის გაჯანსაღების შესაძლებლობა იქნება.

„ნაცმოძრაობაზე“ ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ვხედავთ, რომ არის დაპირისპირება, რომელიც შიგნით დუღდა და გარეთ ამოხეთქა. ეს პროცესი ძალიან არ მომწონს არც ერთ პარტიასთან და არც ერთ ოჯახთან მიმართებით, რომ კონფლიქტია და ერთმანეთზე უხერხულ დეტალებზე საუბრობენ. ჩემი პარტიის გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ნებისმიერი კრიზისი გაძლიერებს და რაც არ კლავს, გაძლიერებს. ასეთი კრიზისები გაჯანსაღების კარგი საშუალებაა.

ეს პროცესები ოპოზიციისთვის გაჯანსაღების შესაძლებლობა იქნება, რადგან რაღაც მყარი მოცემულობით დიდი ხანი ვერ ვიქნებით. „ნაცმოძრაობაში“ ვითომ კრიზისი და დაპირისპირება არ იყო, ეს იყო ყალბი და ახლა რაც ხდება, ნამდვილია. ვნახოთ, ამ კრიზისიდან რა გამოვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.