ალეკო ელისაშვილი - მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონოდ „ნაცების“, ხან „ოცნების“ კვოტით დეპუტატდება და მხოლოდ წამლების ფასებს აძვირებს
ალეკო ელისაშვილი - მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონოდ „ნაცების“, ხან „ოცნების“ კვოტით დეპუტატდება და მხოლოდ წამლების ფასებს აძვირებს

ტრენდად იქცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ ჩააფლავებენ, ან კრიზისის განმუხტვის არანაირი გეგმა არ აქვთ, მაშინვე იწყება ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. გეგონება, რამე არნახული გეგმა ჰქონდეთ დადებული და ვინმე უწუნებდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, სადაც ოქრიაშვილი ამბობს: „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

როგორც ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ხანია, შეეშვა პოლიტიკურ კინკლაობებს.

„დიდი ხანია, შევეშვი მსგავსი ტიპის პოლიტიკურ კინკლაობებს, მაგრამ ამ კაცს, როგორც ჩანს, გამჩენი არ ასვენებს. 2020 წელს ხუნდაძესთან ერთად, „მაჟორიტარების ამბოხის“ მომწყობი კახა ოქრიაშვილი მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს. თან ის ადამიანი, საკუთარი ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონედ, ხან „ნაცების“ და ხან „ოცნების“ კვოტით რომ დეპუტატდება და მისი ყოველი სადეპუტატო რაუნდისას, ხალხის გაღარიბების ხარჯზე, წამლების ფასებს რომ აძვირებს მხოლოდ.

მოკლედ, ტრენდად იქცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ ჩააფლავებენ, ან კრიზისის განმუხტვის არანაირი გეგმა არ აქვთ, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება. გეგონება, რამე არნახული გეგმა ჰქონდეთ დადებული და ვინმე უწუნებდეს.

მეგობრებო, 6 თქვე გვაქვს და ამ ექვს თვეში 12-პუნქტიანი დავალება შესასრულებელი“, – წერს ალეკო ელისაშვილი.