ალეკო ელისაშვილი - მონა.ჯის პლატფორმა არ მომწონს, რუსეთიდან რომ გერიცხება სოლიდური და გაუგებარი თანხა, ეს ვითომც არაფერია, ამ დროს კი, სხვას ედავები რუსეთთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს გაუგებარია
ალეკო ელისაშვილი - მონა.ჯის პლატფორმა არ მომწონს, რუსეთიდან რომ გერიცხება სოლიდური და გაუგებარი თანხა, ეს ვითომც არაფერია, ამ დროს კი, სხვას ედავები რუსეთთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს გაუგებარია

ეს პლატფორმა და აზრი არ მომწონს, რადგან არ ვიცი, ამით რისი მიღწევა უნდათ. რუსეთიდან რომ ფული გერიცხება, თან სოლიდური და გაუგებარი თანხა, ეს ვითომც არაფერია, ამ დროს კი, სხვას ედავები რუსეთთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს გაუგებარია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა მონა.ჯის პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლების მიმართ ბრძოლის ეს მეთოდი მისთვის მიუღებელია.

„ხელისუფლება იმდენ რამეზეა საკრიტიკებელი და იმდენი ვინმე შეიძლება, ვამხილოთ, ამ ფორმით ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია ცოტა სხვაგვარად უნდა იბრძოდეს, ეს ის გზა და მეთოდი არ არის, რაც ჩემთვის მისაღებია“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.