ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკებაზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თუ გვქონდა 10 არგუმენტი, ერთი არგუმენტი გამოგვაცალეს, რადგან ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არგუმენტი
ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკებაზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თუ გვქონდა 10 არგუმენტი, ერთი არგუმენტი გამოგვაცალეს, რადგან ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არგუმენტი

„სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) მართლა ძალიან დასანანი შეცდომა მოუვიდა, ძალიან დაიზიანეს აქამდე აბსოლუტურად უმწიკვლო რეპუტაცია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ აურია პარალელური დათვლის მონაცემები, ამის არგუმენტები უნდა წარმოადგინონ.

„ოპოზიცია არაფერ შუაში არ არის ISFED​-თან დაკავშირებით. ჩვენ, მაგალითად, ჩვენი პარტია არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, „ისფედს“ მართლა ძალიან დასანანი შეცდომა მოუვიდა, ძალიან დაიზიანეს აქამდე აბსოლუტურად უმწიკვლო რეპუტაცია. ეს არის ფაქტი, რომ დაიზიანეს. მოლაპარაკებაზე თუნდაც ჩვენ, ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თუ გვქონდა აქამდე 10 არგუმენტი, ერთი არგუმენტი გამოგვაცალეს, რადგან „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არგუმენტი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი იყო. სხვა მხრივ, ახლა ოპოზიციამ თუ აურია PVT, ადგეს და რაღაც ჭორების მოყოლას თავი დაანებოს „ქართულმა ოცნებამ“ და დაამტკიცოს, თუ ასე იყო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არაფერ შუაში ვართ,  ჩვენი პარტია და თუ ვინმე არის შუაში, ეს მტკიცებულება დადონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.