ალეკო ელისაშვილი - მოგმართავთ ყველა პარტიას, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
ალეკო ელისაშვილი - მოგმართავთ ყველა პარტიას, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, რაშიც სამწუხაროდ, მმართველ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმარებოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს, უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„ჩვენ ვნახეთ უამრავი დარღვევის ფაქტი, პირდაპირ გამოქვეყნებულია ოქმები, სადაც „ქართული ოცნების“ ხმები რამდენჯერმე აღემატება უბნებზე მისული საერთო ამომრჩევლის რაოდენობას. ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“, მივმართავთ ყველა პარტიას, ვინც ამ გაყალბებული შედეგებითაც გადალახა ბარიერი, მნიშვნელოვანია თითოეული პარტიის პოზიცია. მოგმართავთ ყველას, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე და ამით შევქნათ სამართლებრივი საფუძველი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.