ალეკო ელისაშვილი - მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა სახელმწიფოს თანადგომას გრძნობდეს
ალეკო ელისაშვილი - მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა სახელმწიფოს თანადგომას გრძნობდეს

შუაგულ ქართლში, ამ უღმერთოდ გავლებულ ღობესთან როცა დგახარ, მუქარის შემზარავი ბანერის წინ, რა თქმა უნდა, საშინელ ხასიათზე ხარ, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის მონახულებისას.

მისი თქმით, შეუძლებელია, აქ დადგეს ქართველი მოქალაქე და არ იყოს გაოგნებული იმით, რომ ქართული სახელწიფოებრიობა უკანონოდ გავლებულ საოკუპაციო ხაზს იქით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ჩემი და ყველა ქართველის ოცნებაა, ეს საძაგელი ღობეები აღარ იყოს და ცხინვალიც დაუბრუნდეს საქართველოს, მაგრამ ამ ოცნების ასრულებამდე და მიზნის მიღწევამდე საჭიროა, რა სოფლებიც არის ღობის აქეთ, მათ მივხედოთ და ამ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები გრძნობდნენ სახელმწიფოს გვერდით დგომას და მხარდაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. შემდეგ კი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მწარე მოგონება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი საოკუპაციო ხაზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.