ალეკო ელისაშვილი - მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ პარლამენტის სხდომა
ალეკო ელისაშვილი - მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ პარლამენტის სხდომა

ჩემს მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით არ ჩაატარონ სხდომა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორ ელისაშვილმა აღნიშნა, დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზის გაჭიანურება, სხვა უფრო დიდი კრიზის ფონზე, წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს.

„ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრები დადიოდნენ თავაღერილები მთელი რვა თვე და ჭკუას არიგებდნენ დანარჩენ მსოფლიოს, რა მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ. სხვას არ კითხეს, თვითონ არ იცოდნენ, ტრაბახში და ყოყოჩობაში ეს მიიღეს. ახლა „ქართული ოცნების“ ჯერია, თუ უნდათ, რომ ეს კრიზისი დასრულდეს და პანდემიაზე, დანგრეულ ეკონომიკაზე ვისაუბროთ, გადმოდგან ეს ნაბიჯი და მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით. არავინ არ ვართ, ფეხებს არ ვაბაკუნებთ. მესამე რაუნდის მოლოდინში ვართ და დიალოგში ვმონაწილეობთ, იმათგან კომპრომისს და გონივრულ წინადადებას ველოდებით, თორემ მაგიდის აყირავება რომ გვინდოდეს, შევაქცევდით ზურგს“, – განახცადა ალეკო ელისაშვილმა.