ალეკო ელისაშვილი - მიშა მშვილდაძე ძალიან კარგი მოქალაქეა, ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია
მიშა მშვილდაძე ძალიან კარგი მოქალაქეა, ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია.
„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა, მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა, ოცნებაც და სუს-იც, ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.