ალეკო ელისაშვილი - კოვიდი გადავიტანე, საავადმყოფოში აღმოვაჩინე ნამდვილი გმირები, საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს სახელმწიფომ, ეს არის მედპერსონალი
ალეკო ელისაშვილი - კოვიდი გადავიტანე, საავადმყოფოში აღმოვაჩინე ნამდვილი გმირები, საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს სახელმწიფომ, ეს არის მედპერსონალი

კოვიდი გადავიტანე. სამშობიაროს მერე საავადმყოფოში არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, შორიდან ვუხდიდი მეც მადლობას მედპერსონალს, რადგან შორიდან ვხედავდი მათ თავდადებას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მედპერსონალი გულითად მადლობას იმსახურებს.

„კოვიდსასტუმროში ვიყავი ათი დღე. რესპუბლიკურში ვიყავი ერთი ღამე და ერთი დღე. ვნახე არანორმალური, ადამიანურ ძალისხმევას და შესაძლებლობას რომ სცდება, ისეთი შრომა. ეს რა ხალხი ყოფილა. აღმოვაჩინე ნამდვილი გმირები. თუ ვინმე გმირია და ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ გმირობას სჩადიან, ეს არის მედპერსონალი, სანიტრები, ექთნები, ექიმები. რაც მთავარია, ეს ზღვარი მათ აქვთ წაშლილი. სანიტრის საქმეს აკეთებს ექიმი, ექიმის საქმეს ლამის აკეთებს სანიტარი. განიცდიდნენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას და გაუმჯობესებას. პატარა ბავშვებივით უხაროდათ, ვინმეს სატურაცია თუ აეწეოდა. ცრემლები მადგება, ისე ვიყავი. ლამის ტირილით მოვკვდი, რომ ვუყურებდი ამ ქვეყნის ნამდვილ გმირებს. ვიცი, რომ მათ ჯამაგირი და დანამატები აქვთ, მაგრამ საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს სახელმწიფომ, არის ზუსტად ეს ხალხი“, – განაცხადა ელისაშვილმა.