ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლებაში რომ ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი, სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მილიონერი გახდა
ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლებაში რომ ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი, სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მილიონერი გახდა

მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი, 2013 წელს ადამიანი სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა, მერე თანამდებობაზე დაინიშნა და მილიონერი გახდა , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ვნახეთ, გოგაშვილი როგორ სახლში დააკავეს. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მგონი ეგეთი სახლი, როგორშიც აკავებდნენ გოგაშვილს. ე.ი. მექრთამე იყო, კორუფციით იშოვა ფული. აქ არის მთავარი კითხვები, როგორც გოგაშვილთან, ასევე „ოცნებასთან“, მაგრამ ამის მიუხედავად ახლა დააკავეს რაღაც ინფორმაცია რომ არ გაეცა და „ოცნებისთვის“ პრობლემა არ შეექმნა და არა მექრთამეობის გამო. მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ თუნდაც გოგაშვილსაც კი იარაღი არ უნდა ჩაუდო, არავის არ უნდა ჩაუდო იარაღი, გოგაშვილსაც, რომლის მიმართაც მაქვს საშინელი დამოკიდებულება. მასაც აქვს უფლებები და კანონი მასზეც თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. იარაღი არც მას არ უნდა ჩაუდონ და არც არავის. ოდესმე ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. თუ გინდა დაიჭირო, დაიჭირე სწორი რამისთვის. თუ გოგაშვილი რამისთვის არის დასაჭერი, ეს არის პანკისის სპეცოპერაცია და ეს არის მექრთამეობა. სახეზეა მისი მექრთამეობა, რამდენიმე წელიწადში სოციალურად დაუცველი როგორ გახდა მილიონერი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.