ალეკო ელისაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის მავნებლობა, თუ ჩვენ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ, უნდა ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ცივილიზებული ქვეყნები
ალეკო ელისაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის მავნებლობა, თუ ჩვენ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ, უნდა ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ცივილიზებული ქვეყნები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის მავნებლობა.

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი ძალიან დამაზიანებელია.

„ეს კანონპროექტი არის მავნებლობა. „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ თუ ჩვენ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და კონსტიტუცია შევასრულოთ, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვიწერია, ისე უნდა ვმოქმედებდეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყნები მოქმედებენ. ეს კანონპროექტი არის ბნელი, ბარბაროსული, საბჭოთა კაგებეშნიკური იდეა, რომელსაც ახლა რეირკარნაციას უკეთებს პუტინის რუსეთი და მისი ტოქსიკური ქვედანაყოფი „ხალხის ძალა“, სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ რომ არის“, – განაცხადა ალეკო ელსაშვილმა.