ალეკო ელისაშვილი - ხაბეიშვილის განცხადება არ არის სერიოზული, როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს
ალეკო ელისაშვილი - ხაბეიშვილის განცხადება არ არის სერიოზული, როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს

ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ არის სერიოზული, დარწმუნებული ვარ, შიდაპარტიული არჩევნები კარს მომდგარი რომ არ იყოს, ამას ხაბეიშვილი არ იტყოდა, მაგრამ თავმჯდომარეობა უნდა. უნდათ ისიც, რომ სააკაშვილზე მეტი სააკაშვილები იყვნენ და მეტი ხმა მიიღონ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხაბეიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დიდი სისულელე თქვა და თან – ანტისახელმწიფოებრივი და საშიში“.

„რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.