ალეკო ელისაშვილი - კარგია ტონის დარბილება და იმედია, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც რეალურ გამოსავალზე ფიქრობენ
ალეკო ელისაშვილი - კარგია ტონის დარბილება და იმედია, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც რეალურ გამოსავალზე ფიქრობენ

პარტია „მოქალაქის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მისამართის ტონი დარბილებულია და ეს მისასალმებელია.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ისინი რეალურ გამოსავალზე ფიქრობენ.

„დღეს საღამოს კალაძემ რომ ტონი დაარბილა ის, რომ დილით გახარიას განცხადება იყო ადეკვატური, ეს კარგ ფონს ქმნის, თორემ ირაკლი კობახიძის სიშლეგე და ზღვარგადასული ცინიზმი, რასაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ, ეს არ ქმნიდა კარგ ტონს, არც დიალოგის გაგრძელებისთვის და არც რაღაცა კომპრომისამდე მისვლისთვის. ამდენად, კარგია, არ არის ცუდი, რომ ტონი დაარბილეს, მეტსაც ვიტყვი, მისასალმებელია და იმედია, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უბრალოდ ენის მოჩლექვით კი არ გვიტყუებენ პარლამენტში, არამედ რაღაც რეალურ გამოსავალზე თვითონაც ფიქრობენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.