ალეკო ელისაშვილი - კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად, თუ იოლად მოსახსნელი არ იქნება იმუნიტეტი, ძალიან კარგი იქნება
ალეკო ელისაშვილი - კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად, თუ იოლად მოსახსნელი არ იქნება იმუნიტეტი, ძალიან კარგი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმის ცვლილება სწორი გადაწყვეტილებაა.

„კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად, რათა დაცულნი ყოფილიყვნენ პოლიტიკური წნეხისგან. ამისთვის არის საპარლამენტო იმუნიტეტი მოგონილი. თუ იოლად ხელწამოსაკრავი არ იქნება იმუნიტეტი და იოლად მოსახსნელი, ძალიან კარგი იქნება. ოპოზიციური ხმების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რაც ზრდის თითოეული ოპოზიციონერის დაცულობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.