ალეკო ელისაშვილი - ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ, სიას ნუ ხსნით, „ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება სიების აღდგენას, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, რომ მართლები ვიყავით 
ალეკო ელისაშვილი - ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ, სიას ნუ ხსნით, „ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება სიების აღდგენას, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, რომ მართლები ვიყავით 

საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით და ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და სიას ნუ ხსნით, „ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, მართლები იყავითო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო „სიცანცარის აღლუმი“.

„ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრობა თავად არ უნდა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ, შესაბამისად, ამ საკითხს მხარს დავუჭერ. შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, რადგან ამ ქვეყანაში არის ყველაზე უპასუხისმგებლო დეპუტატი და პოლიტიკოსი. არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის წევრი იყოს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს, რადგან არის ძალიან კარგი დეპუტატი, პასუხისმგებლიანი, სხდომას არ აცდენს და ყოველთვის აქვს პრინციპული პოზიცია. სადღაც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას. საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით და ჯვარს გვაცვეს. მაგალითად, იმაზე, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და სიას ნუ ხსნით. „ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო. გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოდიში მოგვიხადოს – მართლები იყავით და რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევაო. მაშინ, სიცანცარის აღლუმი მოაწყეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.