ალეკო ელისაშვილი - ჯანდაბამდე და იმის იქით გზა ჰქონია გავრილოვს, არ ვიცი, რატომ დაემთხვა მისი განცხადებები მელიას საქმეს
ალეკო ელისაშვილი - ჯანდაბამდე და იმის იქით გზა ჰქონია გავრილოვს, არ ვიცი, რატომ დაემთხვა მისი განცხადებები მელიას საქმეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან არ იცის, რატომ დაემთხვა რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს.

„ჯანდაბამდე და იმის იქით გზა ჰქონია გავრილოვს. რატომ დაემთხვა მისი განცხადებები მელიას საქმეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“.

„ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.