ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს - რაო, გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?
ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს - რაო, გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? – ასე მიმართავს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით.

ალეკო ელისაშვილი წერს, რომ მის გუნდს „ფეხებზე კიდია“ გიგა ბოკერიასა და „მისნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები“.

„ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო, გიგა, სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი, ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე, მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები.

p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე.

დატოვე კომენტარი