ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე გია ბარამიძეს „ტვ პირველის“ ეთერში დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძეს „ტვ პირველის“ ეთერში დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოჰყვა გია ბარამიძის განცხადებას, სადაც ის აქციების მიმდინარეობაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობდა.

„დღეს მოყვა გაღიზიანება, ხალხის დიდი ნაწილს ეჭირა ხელში „მიშა ჩამოდი“ და ამას მოყვა გაღიზიანება. მიშას არ აქვს უფლება ამ ბრძოლაში იყოს და წინ გავიდეს? ამ ბრძოლაში მიშა სააკაშვილი ჩემთვის და ასი ათასი ადამიანისთვის არის თავში, არავის აქვს უფლება თქვას, რომ მიშას არ აქვს ყოფნის უფლება. მიშას რომ შნო აქვს, ნეტავ იმის მეასედი შნო ქონდეს აქ ნებისმიერის“, – აღნიშნა ბარამიძემ.