ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რას მოიცავს „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი
ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რას მოიცავს „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი

პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან იმ შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა, რაც მხარეებმა გააფორმეს.

„ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენცია, იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით. ყველა საარჩევნო უბანზე იდგება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 20:00 საათზე, ყველა უბნის დახურვისთანავე, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას ხუთი საათის შემდეგ. ამ პროექტის მიხედვით, თითის ანაბეჭდის შემდეგ, სამი კამერა იქნება, რომლითაც პირდაპირი ტრანსლაცია იქნება ყველა საარჩევნო უბნიდან. 3 800-ვე უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი.  ადამიანებს შეეძლებათ, ოფისებიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან 100 მეტრამდე გაიზრდება. ცესკო-ში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა „ქართულ ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, არამედ შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმდჯომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დატოვე კომენტარი