ალეკო ელისაშვილი - ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, უნდა გადავდოთ, ვის ვინ გვეხატება გულზე, საქართველო არის საფრთხეში
ალეკო ელისაშვილი - ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, უნდა გადავდოთ, ვის ვინ გვეხატება გულზე, საქართველო არის საფრთხეში

ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და აი, ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა, როგორც თავად აცხადებს, ყველამ- მტერმაც და მოყვარემაც ნახოს, რომ ქართველები თავისუფლებას არ დათმობენ.

„ისტორია მარტო თარიღებით ვიცით, ასე გვასწავლიდნენ სკოლაში, არადა პროცესების გააზრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას, როდის და სად ვმარცხდებოდით. რატომ არის, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარ ვართ, აგერ შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული. რატომ? რადგან ხშირად, ერთმანეთში ქიშპი ერჩივნათ და გვერჩივნა ქართველებს, არაგვის ერისთავებს ერჩივნათ სპარსეთის ჯართან ერთად ქსნის საერისთავოში ელაშქრათ, რადგან ვერ იტანდნენ ერთმანეთს. შემდეგ ქსნის საერისთავო დაუძახებდა სპარსულ ჯარს, ილაშქრებდა და ანანურს გადაწვავდა, ვერ ხვდებოდნენ, რას უშვებოდნენ საქართველოს. რატომ ვთქვი ახლა ეს. ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და აი, ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, თუ არ ვეუბნებით, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში, ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, ვაჩვენოთ მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.