ალეკო ელისაშვილი - ელექტრონული არჩევნების, წესიერი არჩევნების პაკეტი არის საშვილიშვილო ამბავი
ალეკო ელისაშვილი - ელექტრონული არჩევნების, წესიერი არჩევნების პაკეტი არის საშვილიშვილო ამბავი

ელექტრონული არჩევნები არის ძალიან კარგი იდეა, ოღონდ გააჩნია, როგორ განხორციელდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„თუ მარტო „ქართული ოცნება“ გამოშიგნავს ამ იდეას, ამ სათაურის ქვეშ არც არაფერი არ მოხდება, უბრალოდ ერქმევა ელექტრონული არჩევნები და ახლა უკვე ელექტრონულად გაყალბდება არჩევნები, ეს მიუღებელია, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით თუ შევხედავთ საკითხს, უნდა ჩავეძიოთ და პუნქტობრივად გავყვეთ. ეს ერთი დიდი პაკეტი უნდა იყოს, ამას ვაკეთებთ იმ მოლაპარაკებებზე, სხვას კი არაფერს, საათობით რომ ვართ და რატომ უნდა ზოგიერთს რომ წყალში ჩაყაროს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ვგულისხმობ, ეს არის გაუგებარი. ვმუშაობთ როგორი იყოს ელექტრონული არჩევნები, რა წესი იყოს, დაკვირვება როგორ ხდებოდეს, ხმის გადათვლა როგორ ხდებოდეს, ხმის მიცემა როგორ ხდებოდეს, ეს ძალიან მაგარი რამ არის, ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ რომ ელექტრონულად უნდა ხდებოდეს ხმის მიცემა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება მოხდა იყოს სწორედ ელექტრონული არჩევნების საკითხი.

„ორი საკითხი რაზეც ვამბობდით, რომ შევთანხმდით და წინ წავიწიეთ, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი არის ზუსტად ელექტრონული არჩევნები. მას აქვს თავისი წესები, პროცედურები, ამ ყველაფერზე ვმუშაობდით და ამ ყველაფერზე ძაან დიდი გარღვევა იყო, უბრალოდ ზოგს არ უნდა ეს საერთოდ, ეს გარღვევა კანონში აისახოს.

პარლამენტში არის ცვლილება საჭირო, ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მოლაპარაკებაზე შევთანხმდებით ამ საკითხებზე, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ, შევიდეთ პარლამენტში ოპოზიცია და იქ ვუყაროთ კენჭი ამ საკითხებს. ელექტრონული არჩევნების, წესიერი არჩევნების პაკეტი არის საშვილიშვილო ამბავი. არ ვმალავთ, რომ თუ ამაზე შევთანხმდებით, ჩვენი პარტიის ორი წარმომადგენელი, მე და ლევან იოსელიანი შევალთ, თუ ამას ხელს მოვაწერთ, რომ პირნათელი ვიყოთ ამ ქვეყნის მომავალთან, რომ არჩევნებმა დაიბრუნოს სანდოობა. 30 წელი რაც ვერ გაგვიკეთებია, ის შეიძლება ახლა გავაკეთოთ და არჩევნები გახდეს 100%-ით თუ არა 90-95%-ით სანდო და ის ხვრელები გაყალბებისა და სიბინძურის რაც სულ ახლავს არჩევნებს, ის მეტნაკლებად შეგვიძლია ამოვქოლოთ.

ეს არის ჩვენთვის ის პოლიტიკური ფასი, რაც უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის არჩევნების ცუდად ჩატარების გამო და რის გამოც ჩვენ შევალთ პარლამენტში, ისე ხომ არ შევდივართ, აგერ რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ არ შევსულვართ პარლამენტში, ამას მოვაწერთ ხელს, დეტალურად ვიმუშავებთ ამაზე? მერე კი ბატონო.

ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ახლებური საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, საარჩევნო საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ხმის მიცემის პროცედურა, დაკვირვება, მათ შორის ელექტრონული დაკვირვება, ხმის გადათვლის პროცესი, გადათვლის წესების გამარტივება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილი არჩევნების, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ამაზე უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“ და წკიპზე, რომ ვართ მისულები ამას ხელი მოვაწეროთ. ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელსაც მარტო მღვრიე წყალი ელანდება, არ აწერს ამას ხელს“, – განაცხადა ელისაშვილმა.