ალეკო ელისაშვილი - რუსეთი მეტზე კი არაფერზე არ ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული
ალეკო ელისაშვილი - რუსეთი მეტზე კი არაფერზე არ ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული

აღმაშფოთებელია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც ილაშქრებ შეერთებული შთატების ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, გერმანიის ელჩზე, ეს არის უბრალოდ დაუშვებელი, – ამის შესახებ პარტი „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რუსეთი მეტზე კი არაფერზე არ ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული. ხოდა, ასეთი რამ არის დაუშვებელი. ეს პროცესს კი არა, ყველაფერს, ქვეყანას აზიანებს. აგერ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, რომ 70 ათასი გაჭირვებული ოჯახისთვის დახმარება იქნება. ვიცი, რომ აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ. ასეთ დროს პარტნიორებზე რომ გამოდიხარ და ასე ილაშქრებ, არ ვიცი რატომ კეთდება ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.