ალეკო ელისაშვილი - ელჩებს ძალიან მალე შევხვდებით, რომ ოპოზიციის შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ
ალეკო ელისაშვილი - ელჩებს ძალიან მალე შევხვდებით, რომ ოპოზიციის შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ

ელჩებს ძალიან მალე შევხვდებით, მაგრამ სავარაუდოდ შევხვდებით მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ დღეს ჩვენი შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამის შემდეგ იქნება ალბათ ელჩების კონსულტაცია „ქართულ ოცნებასთან“ და შემდეგ უკვე მესამე რაუნდი.

იმედი გვაქვს, მესამე რაუნდი შედეგიანი იქნება. რაც შეეხება დღევანდელს, დღეს იყო კარგი ის, რომ ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, ცხარე კამათი. ლოგიკურიც არის, ახლა აბსოლუტურად სხვადასხვა პარტიები ვართ სხვა ხედვებითა და მოსაზრებებით. მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და რაც აქამდე გვქონდა ნათქვამი, აი იმის რაღაც მოდერნიზებული ვერსია გვექნება. რიგგარეშე არჩევნები არის მთავარი. წესიერი არჩევნების სისტემა, წესები, კანონები, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება არის ასევე უცვლელი, მაგრამ გვაქვს რაღაც მოდერნიზებული სხვა ვერსიაც, რომელსაც ელჩებს გავაცნობთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.