ალეკო ელისაშვილი - ეჭვი არ მეპარება, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია
ალეკო ელისაშვილი - ეჭვი არ მეპარება, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

ეჭვი არ მეპარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ძალიან გამიკვირდება, რომ ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ პარლამენტში 100 ხმის შეგროვებაც არ არის პრობლემა.

„ველოდები, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გადმოინაცვლებს პარლამენტში. არ არის 100 ხმა ისეთი რთული შესაგროვებელი „ქართული ოცნებისთვის“, რომ წარმოუდგენელი იყოს. თან როდესაც „ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს და იძახის, რომ არავისთან მოლაპარაკება არ გვაქვს და არც ვაპირებთო, ზუსტად მანდ არის ძაღლის თავი დამარხული. თუ მოინდომებს „ქართული ოცნება“, მათთვის 100 ხმა პრობლემა არ იქნება. სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ვილაპარაკებ მხოლოდ იმ ორ მანდატზე, რაც ჩვენ გვაქვს. ჩემი და ქეთი თურაზაშვილის ხმა, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს არ ექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.