ალეკო ელისაშვილი - ძალიან საძაგელი კანონია რაღაც ძალის მიერ მომზადებული, ცუდია, თუ ამას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს
ალეკო ელისაშვილი - ძალიან საძაგელი კანონია რაღაც ძალის მიერ მომზადებული, ცუდია, თუ ამას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს

ეს არის საძაგელი კანონი რაღაც ძალის მიერ მომზადებული. ძალიან ცუდია, თუ ამას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

„ეს არის საძაგელი კანონი რაღაც ძალის მიერ მომზადებული. ძალიან ცუდია, თუ ამას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. ეს არის რუსეთიდან კოპირებული კანონი. უკვე იქამდეც მოვედით, რომ რუსულ კანონებს ვაკოპირებთ და ვიღებთ. თუ ამ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კარგი იქნება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დაძლიონ. რაზე ვკარგავთ დროსა და ენერგიას, უაზრო კანონზე? ტენდენციაა საფრთხის შემცველი, რომ რუსეთის გზას ვადგავართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.