ალეკო ელისაშვილი - ძალიან დავაშავე, როცა ფანჩატურში ათასი რჯულის, პოლიტიკური გემოვნების ხალხთან ვიზილებოდი, რა ჯანდაბა მინდოდა, იმავეს გამეორებას არ ვაპირებ
ალეკო ელისაშვილი - ძალიან დავაშავე, როცა ფანჩატურში ათასი რჯულის, პოლიტიკური გემოვნების ხალხთან ვიზილებოდი, რა ჯანდაბა მინდოდა, იმავეს გამეორებას არ ვაპირებ

ძალიან დავაშავე, როცა ფანჩატურში ათასი რჯულის, ათასი პოლიტიკური გემოვნების ხალხთან ვიზილებოდი, რა ჯანდაბა მინდოდა. იმავეს გამეორებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „პარტია „მოქალაქეები“ არ იდგება იმ ქოლგის ქვეშ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“.

„ვამბობ სამ კატეგორიას, ვისთან ერთადაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“, კორუმპირებული წარსულის მქონე პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილი ახლა ოპოზიციაშია და პრორუსები – მათთან არაფერი მესაქმება. ძალიან დავაშავე, როცა იმ ფანჩატურში ათასი რჯულის ხალხთან, ათასი პოლიტიკური გემოვნების ხალხთან ვიჭყლიტებოდი და ვიზილებოდი. თვითონ არ ვიცოდი, რა ჯანდაბა მინდოდა. დავაშავე, დასკვნები გამოვიტანე და იმავეს გამეორებას არ ვაპირებ.

ჩვენი პარტია არ იდგება იმ ქოლგის ქვეშ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. მე დგომას არ ვაპირებ, მირჩევნია, დავსველდე პოლიტიკურ წვიმაში და სეტყვაში მოვყვე, პარლამენტში ვერ მოვხვდე, მაგრამ „ნაციონალებთან“ ერთად ყოფნას არ ვაპირებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.