ალეკო ელისაშვილი - დოკუმენტს 100 პროცენტით ხელს აწერდა მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, 95 პროცენტით „ქართული ოცნება“, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი 100 პროცენტით არ აწერდა ხელს
ალეკო ელისაშვილი - დოკუმენტს 100 პროცენტით ხელს აწერდა მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, 95 პროცენტით „ქართული ოცნება“, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი 100 პროცენტით არ აწერდა ხელს

დოკუმენტს 100 პროცენტით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ კი დაახლოებით 95 პროცენტით მზად იყო, ხელი მოეწერა, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი 100 პროცენტით არ აწერდა ხელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვი აქვს, ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს.

„უკვე ეჭვები მიჩნდება, ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ ჩაიშალოს შეთანხმებები. რამდენიმე მისია იყო, პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა, შემდეგ დანიელსონი ერთხელ, მეორედ. ვიდრე ბოლოს ჩამოვიდოდა, ოპოზიციამ სთხოვა, მოდით, დროა, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთო. ანუ, ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენს აზრებს ნუ ისმენთ და თქვენ შემოგვთავაზეთ რამე და ჩვენ დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, მთხოვეთ, ვყოფილიყავი მედიატორი, გეტყვით რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა ხუთი პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო, ხელი მოეწერა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.