ალეკო ელისაშვილი - გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია
ალეკო ელისაშვილი - გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ ეთერში 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც ელჩებიც მონაწილეობდნენ, შესრულდა.

„ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, ეს ოპოზიციის ბრალია და არა ხელისუფლების? ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა: „დიდწილად ოპოზიციის ბრალია“.

„8 მარტის შეთანხმება შესრულდა. 120/30-ზე მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გამოვიდა. იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი, ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, რადგან რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ. ვინც იცის, ის გამოვდიეს, თუნდაც გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა გააკეთა და როგორ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.