ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2022 წელს პენსიონერთა საბანკო მომსახურების ახალი პირობები 700 ათასი ჩვენი პენსიონერის ცხოვრებას გახდის გაცილებით უკეთესს
ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2022 წელს პენსიონერთა საბანკო მომსახურების ახალი პირობები 700 ათასი ჩვენი პენსიონერის ცხოვრებას გახდის გაცილებით უკეთესს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გრძელდება მუშაობა პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით, რომელშიც „მოქალაქეები“ აქტიურად არიან ჩართული.

„ორი კვირის წინ იყო ერთობლივი კომისიის სხდომა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები ვესწრებოდით, მათ შორის ოპოზიციიდან მე და პაატა მანჯგალაძე ვიყავით, იქ შევთანხმდით და  ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ უკვე წარმოადგინა ტენდერის პირობები.

ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვმუშაობთ ჩვენეულ ხედვაზე და შეთავაზებებზე, რა უნდა ეწეროს ტენდერის  პირობებში, რომ ის გამაოგნებელი და გაუგონარი 36% არ იყოს პენსიონერებისთვის გასაცემი სესხის ოდენობა და იყოს გაცილებით ადამიანური.

პროცესი გრძელდება და ალბათ წინასაარჩევნოდ ტექნიკურად ვერ მოესწრება, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს უფრო ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს.

იმედი მაქვს, შედეგი რამდენიმე თვეში იქნება და ეს შედეგი დაახლოებით 700 ათასი ჩვენი მოქალაქის, პენსიონერების ცხოვრებას გახდის გაცილებით უკეთესს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.