ალეკო ელისაშვილი - დაბალი ამპარტავნება რომ გვქონდეს, შესაძლებელია, „არანაცი“, „არაქოცი“ და პროდასავლური ძალები დავსხდეთ და სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ
ალეკო ელისაშვილი - დაბალი ამპარტავნება რომ გვქონდეს, შესაძლებელია, „არანაცი“, „არაქოცი“ და პროდასავლური ძალები დავსხდეთ და სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ

ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მქონია, დიდი ხანია, არ მინახავს. ოპოზიციაში სხვა კონფიგურაცია წარმომიდგენია – საკუთარი თავი არ წარმომიდგენია არც „ნაცებთან“ და არც კორუმპირებული წარსულის მქონე ხალხთან, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ის, რომ გუშინ ადამიანები „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ, დღეს ისინი განწმენდილები ვერ იქნებიან.

„კონფიგურაცია წარმომიდგენია ასე – „არანაცი“, „არაქოცი“ და უნდა იყვნენ პროდასავლური ძალები. დაბალი ამპარტავნება რომ გვქონდეს, შესაძლებელია, „არანაცი“, „არაქოცი“ და პროდასავლური ძალები დავსხდეთ და სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.