ალეკო ელისაშვილი - ჩვენთან ვინც პოლიტიკაში არიან, ზედმეტი ამპარტავნებით არიან შეპყრობილი, სამჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და თავი კიტრები ჰგონიათ, თან შუშა კიტრები
ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ, ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ? – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართველი პოლიტიკოსები ზედმეტად ამპარტავნები არიან.
„ვინც ჩვენთან პოლიტიკაში არიან, ზედმეტი ამპარტავნებით არიან შეპყრობილები. ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დაიღლები რომ უყურებ. ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ? – ჩემთვის ვფიქრობ, ზოგიერთს რომ ვუყურებ ხოლმე. სამჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და შემდეგ თავი კიტრები ჰგონიათ, თან შუშა კიტრები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ასეთ ადამიანებთან ერთობა ძალიან რთულად წარმოუდგენია, ამიტომაც არ არის ერთობა.