ალეკო ელისაშვილი - ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რეფერენდუმის არ იყოს, ესეც „ბასტი-ბუბუა“
ალეკო ელისაშვილი - ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რეფერენდუმის არ იყოს, ესეც „ბასტი-ბუბუა“

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ რამდენჯერმე მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხი დიდად არ აინტერესებს.

„რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ, არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის „ბასტი-ბუბუ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.