ალეკო ელისაშვილი – ჩამოვყალიბდით სამოქალაქო ერად, არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, არ სჭირდება ხელოვნურად სათავეში ჩადგომა

13:44, 11.01.2025

არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, არ სჭირდება ხელოვნურად სათავეში ჩადგომა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, უდავოა, რომ სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით.

„არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, ვინც ეცდება სათავეში ჩაუდგეს, ხელოვნური იქნება. არაჩვეულებრივად მიდის ეს პროცესი. სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით. ეს არის უდავო. აღმაფრთოვანებელია, იქ დგას ყველა, თითოეული პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე. შესაბამისად, არ სჭირდება ხელოვნური სათავეში ჩადგომები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი