ალეკო ელისაშვილი - ბრძოლაში რომ მიდიხარ, სჯობს, მეტი იარაღი გქონდეს და იმ იარაღის ხმარებაც იცოდე, მაგრამ ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან
ალეკო ელისაშვილი - ბრძოლაში რომ მიდიხარ, სჯობს, მეტი იარაღი გქონდეს და იმ იარაღის ხმარებაც იცოდე, მაგრამ ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან

როცა პარლამენტში ხარ, ქუჩაში არც გასვლა გაქვს აკრძალული და პარლამენტშიც მეტი ბერკეტი გაქვს – ფარიც გაქვს და ხმალიც. ბრძოლაში რომ მიდიხარ, სჯობს, მეტი იარაღი გქონდეს და იმ იარაღის ხმარებაც იცოდე, მაგრამ ოპოზიციას არც იმ იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, ამიტომ არაფერი იცვლება და ხალხი იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებაა და ამის მიმართ პროტესტი აქვს, თუმცა საპროტესტო აქციებს და თავიდან დაწყებულ პროცესს, რომლის შედეგიც წინასწარ იცის, არ შეუერთდება.

„პარლამენტში ბრძოლა სწორ ფორმად მიმაჩნია და ვინც ვერ ხვდება, პარლამენტს რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას, როგორც ჩანს, რეგლამენტი წაკითხული არ აქვს. თუ მიაჩნიათ, რომ აქციაზე ხალხის დაძახებით რამეს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. ასე რამის მიღწევა ძალიან რთულია და ამის არაერთი მაგალითია. იმ ბატონებს და ქალბატონებს, ვინც პარლამენტში ოპოზიციას აძაგებენ, ვურჩევ, რეგლამენტი წაიკითხონ. პარლამენტში ვიღაც კომფორტში ცხოვრობს, ვიღაც – ერთობა. ვისაც მუშაობა უნდა, ის მუშაობს და ბოდიში, მაგრამ საკუთარ თავს სწორედ ასეთ დეპუტატებს მივათვლი. თუ გინდა, ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალო, პარლამენტი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს და არ გეზარებოდეს, რადგან ოპოზიციის დიდ ნაწილს მუშაობა ეზარება და არ იცის, პარლამენტში რისთვის არის შემოსული. თუ უნდათ, საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს, ვინმე უშლით? – აგერ თქვენ და აგერ მე, ამ აქციებზე არავინ მივა. როცა ოპოზიციონერი ხარ, პარლამენტშიც ბრძოლა შეგიძლია და ქუჩაშიც. პარლამენტს რომ ზურგს აქცევ, შეგიძლია, მხოლოდ ქუჩაში ბრძოლა, შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დატოვე კომენტარი