ალეკო ელისაშვილი - ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის ეხალისება, „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს ველოდებით, ამიტომ ვართ შეკრებილები
ალეკო ელისაშვილი - ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის ეხალისება, „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს ველოდებით, ამიტომ ვართ შეკრებილები

„მადლობა გერმანიის ელჩს, ყველა ელჩს, ჩვენც სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ საარჩევნო წესები, საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ისეთი, რომ არჩევნების მეორე დღეს, ტრადიციული მღელვარება, უკმაყოფილება და პროტესტი არ იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს ელოდებიან.

„აი, ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის არის ეს მოლაპარაკებები. ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის არ ეხალისება. ჩვენც ველით სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს და ამიტომ ვართ შეკრებილები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა: „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, დაუშვებელია თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“.