ალეკო ელისაშვილი - ადეიშვილი ან კეზერაშვილი ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებული, „ქართული ოცნების“ ბრალია, სახელმწიფო თუ ხარ, პროკურატურა გაქვს, დაიჭირე და  ჩამოიყვანე მწამებელი ადამიანი
ალეკო ელისაშვილი - ადეიშვილი ან კეზერაშვილი ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებული, „ქართული ოცნების“ ბრალია, სახელმწიფო თუ ხარ, პროკურატურა გაქვს, დაიჭირე და ჩამოიყვანე მწამებელი ადამიანი

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებული, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, 12 წელი რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილი და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება რატომ არ მოითხოვეს? – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდება.

„კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა, მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო? ეს იყო პოლიტიკური გარიგება, კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, არიქა, ადეიშვილი იქ არისო. სახელმწიფო თუ ხარ, გაქვს პროკურატურა, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.