ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში რეალურად სხვა პრობლემები არსებობს.

„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ, ქალაქში რომ გახვალ, ვითომ რაღაც უბედურება ხდება. „ქართული ოცნება“ რეალობას და ხალხს რომ მოწყდა, იმიტომაა, რომ ასეთ სისულელეებს აკეთებს. წამოვიდეს, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება, რეალურად რა უჭირს ხალხს და ამ რაღაც ყურით მოთრეულ, არარსებულ თემებზე ლაპარაკს არ დაიწყებს. მოიფიქრეს? უნდათ? კი ბატონო, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.