ალეკო ელისაშვილი - 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები, სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ
ალეკო ელისაშვილი - 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები, სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ასეთივე განწყობაა მის პარტიაშიც.

როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სახლობანად მიაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ.

„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია.

საბოლოო ჯამში, იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ისევ პარლამენტში უნდა მოვიდნენ და ეს ყველაფერი რას ემსახურება? – ენერგიის გაფანტვას და „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, როგორც დაეხმარნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ერთი წელი არ აწერდნენ ხელს. ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები, ან „ქართული ოცნების“ უნებური დახმარება. ახლა სასწორზე დევს საქართველოს პერსპექტივა – ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით, ან გავხდებით ტანბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ვისაც საქმე აქეთკენ მიჰყავს და ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა, ამაში ვერავის დავეხმარები. ამიტომ აქციაზე არ მივალ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.