საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე ალეკო ბასილაძე კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველი ლიბერეცის „სლოვანში“ გადადის – კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
ბასილაძე უახლოეს დღეებში ჩეხეთში გაემგზავრება და ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმების მიხედვით, „სლოვანი“ ტრანსფერში „ტორპედოს“ 500 ათას დოლარს და დამატებით ბონუსებს გადაუხდის.
ალეკო ბასილაძე ქუთაისის „ტორპედოში“ 2023 წლიდან თამაშობს. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ამჟამად კი 21-წლამდელთა გუნდის წევრია.
„სლოვანი“ ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ორჯერ – თასის მფლობელი. სისტემატურად გამოდის ევროტურნირებზე, 2001/02 წლების სეზონში უეფა-ს თასის მეოთხედფინალში გავიდა.