ალეხანდრო ჰაჟდენბერგი - საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა
ალეხანდრო ჰაჟდენბერგი - საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთგული რჩება საქართველოს გარკვეული დარგობრივი რეფორმების, თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მიმართ.

„საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა. ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალურად არის მყარი. საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა არის დაჩენილი გარკვეული საქმეები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთგული ვართ გარკვეული დარგობრივი რეფორმების, თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.