ალეხანდრო ჰაჟდენბერგი - საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა არსებული რისკები, გამოწვევებთან ერთად ასევე გულისხმობს შანსებს
ალეხანდრო ჰაჟდენბერგი - საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა არსებული რისკები, გამოწვევებთან ერთად ასევე გულისხმობს შანსებს

მიუხედავად ბოლო პერიოდის მოვლენებისა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა რისკები, რაც საქართველოს გააჩნია, გარკვეულ გამოწვევებს გულისხმობს და ამავდროულად გულისხმობს შანსებსა და შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით.

„ქვეყნის მდგომარეობა ძალიან ძლიერია, შენარჩუნდა ბიუჯეტთან მიმართებით მაჩვენებლები. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს და ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს იმას, რომ  პირველი ოთხი თვის განმავლობაში ისეთ სურათს გვაძლევს ბიუჯეტი, რომ დათქმულთა მიმართებით იქნება შენარჩუნებული, 34% იქნება მნიშვნელოვანი შემსუბუქება. მიუხედავად ბოლო პერიოდის მოვლენებისა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცაღა რისკები, რაც საქართველოს გააჩნია, გარკვეულ გამოწვევებს გულისხმობს და ამავდროულად გულისხმობს შანსებს და შესაძლებლობებს. რამდენიმე რისკს გავუსვამ ხაზს საქართველოსთან მიმართებით, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან მომდინარეობს. რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის გამოც მომდინარეობს და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე იქნება შემდეგი: ახალი სანქციები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე, თუ მატერიალიზებულ იქნება ეს სანქციები. ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ სიტუაციაზე. კარგი ნიშანი ის არის, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით. ეს რისკები იქნება დაძლეული ამ ყოველივეს საფუძველზე“, – განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

ამასთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის თქმით, აქცენტები უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკაზე, რაც ძლიერ ეკონომიკურ, მდგრად განვითარებას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს.

„მიუხედავად ძლიერი ეკონომიკური შედეგებისა ბოლო წლების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სულადობრივად მშპ-ს, მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი, მაგრამ ნიშნული მაინც არსებობს. ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ სტრუქტურული რეფორმები აუცილებელია ამ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინკლუზიურობისთვის. საქართველოს წინაშე არსებობს გამოწვევები, უმუშევრობის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული წყვეტის გათვალისწინებით, მიწის რესურსის მართვა – ამ მიმართულებით იქნება აუცილებელი. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები, გაუმჯობესებული კოორდინაცია რეგიონული პარტნიორების თანამშრომლობის ფარგლებში იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კორპორატიული მმართველობა და ანტიკორუფციული მოძრაობები იქნეს გაძლიერებული ქვეყანაში.

რაც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ძლიერია ამ მიმართულებით და მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს მომავალში. რაც შეეხება მომავალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტები უნდა მიანიჭოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობას და მის ადეკვატურობას. რაც შეეხება კომუნიკაციას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თაობაზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის თაობაზე, ქალბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა ამაზე და ჩვენ გვინდა, რომ საბჭოში თავისუფალი სივრცე შეივსოს და მუდმივი ხასიათი მიეცეს საბჭოს მუშაობას. ეროვნული ბანკის მმართველობა უნდა გაძლიერდეს და გარკვეული რეკომენდაციები ამ მიმართულებით უკვე გავაკეთეთ“, – განაცხადა ჰაჟდენბერგმა.