„იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაწვრთნას.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სულშერის გაშვებას განიხილავს.
ნორვეგიელი სპეციალისტის შესაცვლელად პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება „ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ შეძლებს არგენტინელის მიწვევას, კლუბის იძულებული იქნება მიუბრუნდეს ალტერნატიულ ვარიანტს – 53 წლის იტალიელ ალეგრის.
აღვნიშნავთ, რომ ალეგრის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „იუვენტუსი“ – მან ტურინულ კლუბში 2014-19 წლებში იმუშავა.
ასევე პრესა წერს, რომ ალეგრის სამსახურით ასევე დაინტერებულია „რომა“.