ალეგრიმ სამი პოზიციის გაძლიერება მოითხოვა
ალეგრიმ სამი პოზიციის გაძლიერება მოითხოვა

ტურინის იუვენტუსში ზაფხულში სატრანსფერო სიახლეები გარდაუვალია. იტალიური მედია უკვე წერს, რომ გუნდიდან წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი პაულო დიბალაა.

მასიმილიანო ალეგრისთვის ხელშეუხებელი არც მირალემ პიანიჩი და ჟოაო კანსელო არიან. შესაბამისად, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, იუვე ბოსნიელსა და პორტუგალიელს შეელევა. პიანიჩის გადაბირებით რეალი მადრიდი და პარი სენ-ჟერმენი არიან დაინტერესებულნი და 70 მილიონ ევროსაც იხდიან,
კანსელო კი იუვენტუსმა გასულ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ალეგრი ხშირ შემთხვევაში მატია დე შილიოს ანიჭებდა უპირატესობას და ამით თავად პორტუგალიელიც უკმაყოფილოა.

თავის მხრივ, ალეგრიმ უკვე წამოაყენა სამი მთავარი მოთხოვნა და პოზიცია, სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და საყრდენი ნახევარმცველი.